ბელგიის შს მინისტრი

ბელგიის შს მინისტრი "ბოევიკების" ერთიანი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟან ჟამბონი აუცილებლად მიიჩნევს უცხოელი "ბოევიკების" ერთიანი ევროპული სიის შექმნას, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში ქვეყნების თანამშრომლობის ფარგლებში.

"ჩვენი ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობას გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა. უნდა შეიქმნას უცხოელი "ბოევიკების" ერთიანი ევროპული სია", - წერს ჟამბონი "თვითერის" საკუთარ გვერდზე.

აღნიშნულის შესახებ ბელგიის შს მინისტრის პოზიცია პარიზში, მიმდინარე კვირის განმავლობაში მომხდარ ტერაქტებს უკავშირდება.