ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა მარი ლე პენმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, პარიზში დაგეგმილ სოლიდარობის მარშს არ შეურთდნენ. ამის მიზეზად მარი ლე პენმა დაასახელა ის, რომ მთავრობამ იგი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებში არ ჩართო. მარი ლე პენის თქმით, სოციალისტების მთავრობა, ფრანსუა ოლანდის ხელმძღვანელობით, ფრაქციული ნიშნით ხელმძღვანელობს და ისლამისტების მსხვერპლთა ხარჯზე პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.
ლე პენის თქმით, პარიზში დაგეგმილი ერთობის მარშის ნაცვლად ის მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბოკერში დაგეგმილ აქციაში, სადაც მის "ნაციონალურ ფრონტს" ძლიერი მხარდაჭერა აქვს.