"ოლიმპიურ სოფელში" ხანძარია

თბილისის ზღვაზე, "ოლიმპიურ სოფელში" ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 300-400 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, სადაც მშენებლობაზე დასაქმებული მუშების საცხოვრებელი კოტეჯებია განთავსებული.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა გაგზავნილი, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახდინეს. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.