"კარფურის" ვებ-გვერდის გატეხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
"ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავთ, მაგრამ ამ ფაქტს რეაგირება აუცილებლად მოჰყვება", - აცხადებენ უწყებაში.
ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელ "კარფურის" საიტი საქართველოში - carrefour.com.ge გატეხეს. "Hacked By Middle East Cyber Army. WE ARE MUSLIMS" - ასეთი ტექსტი ხვდება მომხმარებელს ვებ-გვერდზე შესვლისას. ინგლისურ ენაზე გაკეთებულ ტექსტში ასევე ვკითხულობთ: ჩვენ ვართ მუსლიმები; ყურანი ჩვენი წიგნია; ღმერთის გვწამს და ღმერთისთვის ვმუშაობთ; წყეულიმც იყოს "შარლი ჰებდო!", ისლამი და ისლამისტები მუდამ დომინანტები იქნებიან; ისლამი სიმართლეა, ამიტომ არის ის ყველაზე სწრაფად ზრდადი რელიგია!."
შეუფერხებლად მუშაობს carrefour.com.