ბერლუსკონი - მკვლელობები პარიზში წლების განმავლობაში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია

ბერლუსკონი - მკვლელობები პარიზში წლების განმავლობაში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია

მკვლელობები პარიზში წლების განმავლობაში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია, - ასე ეხმაურება საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი.

"ძალზე გაუბედავად ვიცავდით ჩვენს ღირებულებებს. ერთი სანტიმეტრითაც უკან არ უნდა დავიხიოთ ჩვენი ცივილიზაციის დაცვაში. მილიტარისტული ისლამიზმი დასავლეთის მთავარი საფრთხეა. ჩვენ ვდგავართ ევროპული საგარეო პოლიტიკის წინაშე, რომელიც არასწორი აღმოჩნდა: არაბული გაზაფხულით მოვახდინეთ ჩრდილოეთ აფრიკის დესტაბილიზაცია, კადაფის რეჟიმის დამხობამ მოგვიტანა ხალიფატი და იგივე ეხება ერაყიდან ჯარების გამოყვანას. ახლა იგივე შეცდომა ავღანეთში არ უნდა დავუშვათ ჯარების გამოყვანით", - წერს ბერლუსკონი სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე.
ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.