"კარფურის" საიტი გატეხეს

რანგული ჰიპერმარკეტების ქსელ "კარფურის" საიტი საქართველოში - carrefour.com.ge გატეხეს. "Hacked By Middle East Cyber Army. WE ARE MUSLIMS" - ასეთი ტექსტი ხვდება მომხმარებელს ვებ-გვერდზე შესვლისას. ინგლისურ ენაზე გაკეთებულ ტექსტში ასევე ვკითხულობთ: ჩვენ ვართ მუსლიმები; ყურანი ჩვენი წიგნია; ღმერთის გვწამს და ღმერთისთვის ვმუშაობთ; წყეულიმც იყოს ”შარლი ჰებდო!”, ისლამი და ისლამისტები მუდამ დომინანტები იქნებიან; ისლამი სიმართლეა, ამიტომ არის ის ყველაზე სრაფად ზრდადი რელიგია”!. საიტზე შესვლილსას ამ წარწერების გარდა ისმის არაბული საუბარიც.

შეუფერხებლად მუშაობს ფრანგული საიტი carrefour.com