ჰამბურგში სატირული გაზეთის რედაქციის დაწვა სცადეს

ჰამბურგში სატირული გაზეთის რედაქციის დაწვა სცადეს

უცნობმა პირებმა ჰამბურგში სატირული გაზეთის რედაქციის დაწვა სცადეს. BBC-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა დღეს დილით გაზეთ Hamburger Morgenpost-ის რედაქციას ქვები დაუშინეს და ცეცხლწაკიდებული საგანი შეაგდეს. ორი ოთახი დაიწვა, თუმცა ხანძრის ლიკვიდაცია მალე მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა Hamburger Morgenpost-მა Charlie Hebdo-დან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გადმობეჭდა. 

გასულ კვირას პარიზში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა.