საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, პარიზში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა პატივის მისაგებად გამართულ დემონსტრაციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს 700 ათასი ადამიანი გამოვიდა.
საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, ამით საფრანგეთის მოქალაქეებმა გამოხატეს თავისი ურყევი მხარდაჭერა საფრანგეთის რესპუბლიკის ფასეულობებისადმი.
კაზნევის თქმით, მარშში, რომელიც კვირას, 11 იანვარს არის დაგეგმილი, კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.