შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მლეთაში დიდთოვლობაში ჩარჩენილ მძღოლებს სასმელი წყალი და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ და მისმა თანამშრომლებმა მლეთაში ჩარჩენილი სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს საწვავი დაურიგეს.
ამ დროისთვის სულ 42 სატვირთო ავტომანქანისთვის 55-55 ლიტრი საწვავი დარიგდა.