საქართველოს პრეზიდენტი პარიზში სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

როგორც “პირWელს“ პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, გადაწყდა, რომ საფრანგეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიემგზავრება

11 იანვარს პარიზში ერთიანობის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართება, რომელშიც ევროპის ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. აქციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

7 იანვარს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. სროლების შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის მთავარი რედაქტორი, რამდენიმე კარიკატურისტი და ორი პოლიციელი გარდაიცვალა, 11 კი დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები სტამბაზე შტურმის შედეგად მოკლეს, სადაც მათ მძევალი ჰყავდათ აყვანილი, კიდევ ერთი თავდასხმელი კი პოლიციას ჩაბარდა.

9 იანვარს ამედი კულიბალი პარიზში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძმებ კუაშების მხარდაჭერის მიზნით შეიჭრა და  მძევლები აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად ისიც მოკლეს, მასთან ერთად მყოფმა ქალმა კი გაქცევა მოახერხა. შტურმის დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა.