ლუგანსკში, ე.წ. ბოევიკებმა უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 16 დაიჭრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა წუხელ მოხდა. ასევე დაჭრილია ერთი მშვიდობიანი მოსახლე.
პრორუსმა "ბოევიკებმა" უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს ცეცხლი დონეცკის აეროპორტთან და დონბასის 10 დასახლებასთანაც გაუხსნეს. მხოლოდ წუხანდელი ღამის განმავლობაში, ე.წ. ბოევიკების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 14-ჯერ დაირღვა.