2016 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საომარ ოპერაციებზე დასახარჯი თანხა 20%-ით, 51 მილიარდ დოლარამდე მცირდება და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მინიმალურ დონეზე ჩამოვა.
ხარჯების შემცირება ავღანეთიდან ამერიკული ჯარების ეტაპობრივ გაყვანას უკავშირდება. 2015 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციებზე 63.7 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, რომელიც ავღანეთში, ერაყსა და სირიაზე ნაწილდება. თანხა მათ შორის ერაყული არმიისა და ე.წ. სირიული ზომიერი ოპოზიციის შენაერთების მომზადებას მოხმარდება. ობამას ადმინისტრაციამ კონგრესისგან დამატებით 5 მილიარდი დოლარი მიიღო, "ისლამური რესპუბლიკის" წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლადაც.
თეთრი სახლი ფედერალური ბიუჯეტის ახალ პროექტს 2 თებერვალს გამოაქვეყნებს. დოკუმენტში ასახული სამხედრო ხარჯები სავარაუდოდ, 585 მილიარდი დოლარი იქნება, საიდანაც 534 მილიარდი პენტაგონის საბაზო ბიუჯეტში და აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს სამხედრო პროგრამებზე წავა, რომელიც ბირთვული შეიარაღების ეფექტურობაზე და შენახვაზეა პასუხისმგებელი.
2016 წლის ფინანსური წელი აშშ-ში 1 ოქტომბრიდან დაიწყება.