საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"უკანასკნელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, ვის მიერაც არ უნდა იყოს განხორციელებული - ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების, მხარდამჭერებისა თუ ცალკეული ადამიანების, აჩვენა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთში მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართალია ტერაქტების უშუალო საფრთხე საფრანგეთში მოხსნილია, თუმცა ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება.