საფრანგეთში ბოლო დღეებში ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში ბოლო დღეებში ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

პარიზსა და მის გარეუბნებში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად, საერთო ჯამში, 17 ადამიანი დაიღუპა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 19 ადამიანი, რომელთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაში. 

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 11 ადამიანი ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიჭრა, 7 ადამიანი კი, რომელთაგან სამი სამართალდამცავია, 9 იანვარს პარიზის აღმოსავლეთით დაშავდა. 

პოლიცია ამ დრომდე ეძებს ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი თავდამსხმელის ამედი კულიბელის თანამზრახველ ქალს ჰაიამ ბუმედინს. 

გუშინ ვინსენსისა და დამარტენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად პოლიციამ სამი ტერორისტი - ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდამსხმელები ძმები საიდ და შერიფ კუაშები და ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი გაანადგურა.