ედგარს რინკევიჩსი - ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს რიგის სამიტისთვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად

ედგარს რინკევიჩსი - ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს რიგის სამიტისთვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად

ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, - ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგის დემონსტრირებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის საბჭოს ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მოლოდინებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა.