ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზადაა საფრანგეთს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმა გუშინ, საფრანგეთში არსებულ ტერორისტულ ტალღასთან დაკავშირებით გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, იერუსალიმი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით შეშფოთებულია. მისი თქმით, დარტყმა მიაყენეს არა მხოლოდ ამ ქვეყანასა და ფრანგ ებრაელებს, არამედ მთლიანად თავისუფალ სამყაროს.
ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ნაფთალი ბენეტი კი საფრანგეთში ებრაული დიასპორის ლიდერს ესაუბრა და ისრაელის სახელით მხარდაჭერა გამოხატა.