კვიტაშვილის უკრაინული სკანდალი-მინისტრი ხალხის დაჭერას ითხოვს: „ასე იყო საქართველოში...ასე იქნება უკრაინაშიც“

კვიტაშვილის უკრაინული სკანდალი-მინისტრი ხალხის დაჭერას ითხოვს: „ასე იყო საქართველოში...ასე იქნება უკრაინაშიც“

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პირველი ხმაურიანი განცხადება. სანდრო კვიტაშვილს სამკურნალო კლინიკა „ოხმატდეტ“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და ის იმ სამშენებლო ფირმის დასჯას ითხოვს, რომელმაც მშემებლობა ბოლომდე არ მიიყვანა და თანხები „გაანიავეს“.

“მე ასე მოვიქცეოდი- შევამოწმებდი იმას, თუ რა აშენდა და სად წავიდა ფული. ჩავსვამდი იმათ, ვინც მოიპარა და დავაბრუნებინებდი მოპარულ ფულს და ამ ფულით „ოხმატდეტ“-ის ახალ კორპუსს ავაშნებდი. ჩემთვის სულ ერთია რამდენი ხანი ისხდებიან ისინი 10, 20 თუ 30. ჩემთვის მთავარია, რომ მათ ფული დააბრუნონ. ასე იყო საქართველოში და დიდი იმედი მაქვს უკრაინაშიც ასე იქნება. მე ამას თქვენ გეუბნებით როგორც უკრაინის ახალი მოქალაქე“ . განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა. მისივე თქმით ომიანობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა სამშობლოს ღალატია.