აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ტერაქტების უშუალო საფრთხე საფრანგეთში მოხსნილია, მაგრამ ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება.
"ტერორიზმის უშუალო საფრთხე მოხსნილია საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების გამბედაობისა და პროფესიონალიზმის დამსახურებით. თუმცა, საფრანგეთის მთავრობა ყურადღებით უნდა იყოს. ვითარება არასტაბილურია. მინდა ფრანგმა ხალხმა იცოდეს, რომ ამერიკა მხარს გიჭერთ დღეს და მხარს დაგიჭერთ ხვალაც", - აღნიშნა ობამამ.
მისი თქმით, ამერიკელ სამართალდამცავ ორგანოებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, ფრანგ კოლეგებს რომ აუცილებელი დახმარება აღმოუჩინონ. ობამას განცხადებით, მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ფრანგულ მხარესთან.