BFMTV-ის ინფორმაციით, შერიფ კუაშმა განაცხადა, რომ მას

BFMTV-ის ინფორმაციით, შერიფ კუაშმა განაცხადა, რომ მას "ალ ქაიდა" აფინანსებდა

ფრანგული არხი BFMTV ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამარტენ-ან-გოელში, ჩატარებულ სპეცოპერაციამდე, სადაც თვდამსხმელებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, ტელეკომპანიის ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრა ერთ-ერთ თავდამსხმელს, შერიფ კუაშს. ფრანგული არხის ინფორმაციით, როგორც შერიფ კუაშმა განაცხადა, მას "ალ ქაიდა" აფინანსებდა.

BFMTV ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ესაუბრა ვინსენსის გარეუბანში მდებარე ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილ თავდამსხმელსაც, რომელმაც განაცხადა, რომ დაკავშირებულია ჟურნალი Charlie Hebdo-ს თავდამსხმელებთან. არხის ცნობით, მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" მიეკუთვნებოდა.

ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი ერთდროულად დაიწყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ იქნენ მოკლული. ლიკვიდრებულია მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელიც. პოლიცია ამ დრომდე ეძებს კულიბელის თანამზრახველ ქალს.