ძალიან ცუდი დასანახი იყო, რომ მთელი ქართული სპექტრი დაუპირისპირდა თავდაცვის მინისტრს

ძალიან ცუდი დასანახი იყო, რომ მთელი ქართული სპექტრი დაუპირისპირდა თავდაცვის მინისტრს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძალიან ცუდი დასანახი იყო, რომ მთელი ქართული სპექტრი დაუპირისპირდა და ერთი დამცველი არ გამოუჩნდა თავდაცვის მინისტრს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში", უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალეკო გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"ჩემი განცხადების შინაარსი იყო ძალიან კონკრეტული _ ძალიან ცუდი დასანახი იყო უბრალოდ, უცებ, მთელი ქართული სპექტრი გაერთიანებული უნისონში რომ ლანძღავდა და უპირისპირდებოდა ერთ ადამიანს და ერთი დამცველი არ გამოუჩნდა იმ მომენტში თავდაცვის მინისტრს. ცუდი დასანახი იყო ასეთი უცებ გაწირვა, რაც ქართულ პოლიტიკაში სტილი გახდა და მე ამას ხაზი გავუსვი, განცხადებაზე საერთოდ არ მისაუბრია. რაღაც არის ამაში, რაც ჩვენი კულტურისგან შორს არის, ყველა რომ უცებ გაერთიანდება და ყველა ერთიანად, ხატოვანი გამოთქმებით გაილაშქრებს ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ეს ის არ არის, რასაც მოაქვს პოზიტივი. ამიტომ მე ვალდებულად ჩავთვალე თავი, მეთქვა, რომ ცოტა ხანი ამ უნისონს, ამ ისტერიული დაპირისპირებას, ტემპერატურას დავუკლოთ და ვნახოთ, იქნება ასეთი კატასტროფული არც მომხდარა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.