სავარაუდოდ, დღევანდელ ინციდენტში მონაწილე ყველა დეპუტატი მძიმედ განიცდიდა, რომ მონაწილე იყო ამ სანახაობის

სავარაუდოდ, დღევანდელ ინციდენტში მონაწილე ყველა დეპუტატი მძიმედ განიცდიდა, რომ მონაწილე იყო ამ სანახაობის

საქართველოს პრეზიდენტის ვარაუდით, საღამოს, ტელეეთერის ნახვის შემდეგ, დღევანდელ ჩხუბში მონაწილე ყველა დეპუტატი მძიმედ განიცდიდა, რომ არც თუ სასიამოვნო სანახაობის მონაწილე იყო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"სავარაუდოდ, ყველა ის დეპუტატი, რომელიც მონაწილეობდა დღევანდელ ინციდენტში, საღამოს უყურებდა ამას ტელეეთერებში და მძიმედ განიცდიდა, რომ მონაწილე იყო ამ არც თუ სასიამოვნო სანახაობის. სავარაუდოდ, ისინი განიცდიან, როცა ხედავენ საკუთარ თავს ასეთ იპოსტასში, არა როგორც კანონმდებლობის, არამედ მთლად არასასიამოვნო ვითარებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკოსები ხშირად სცდებიან დღის წესრიგს, მაგრამ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა მაინც დადებითისკენ მიდის.