ჩეჩნეთის მთავრობა რუსეთ-საქართველოს შორის ჩეჩნეთის გავლით რკინიგზის მშენებლობის პროექტზე მუშაობს

ჩეჩნეთის მთავრობა რუსეთ-საქართველოს შორის ჩეჩნეთის გავლით რკინიგზის მშენებლობის პროექტზე მუშაობს

ჩეჩნეთის მთავრობა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნეთის გავლით რკინიგზის მშენებლობის გეგმასაც განიხილავს.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ საკითხზე კადიროვმა იმ კითხვის პასუხად ისაუბრა, რომელიც ითუმ-ყალედან საქართველოში საავტომობილო გზის მშენებლობის პერსპექტივებს უკავშირდება. კადიროვის განცხადებით, მანამდე სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობას მიხეილ სააკაშვილი პიროვნება უშლიდა ხელს.

"სააკაშვილი ცოტა ხნის წინ წავიდა, მაგრამ მისი "ნასხლეტები" საქართველოში რჩება. ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვილაგებია საქართველოსთან ურთიერთობები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ქართველი ხალხი მოაგვარებს ჩვენთან კეთილ და ძმურ ურთიერთობას და მაშინ დაიწყება გზების მშენებლობა, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა", - განაცხადა კადიროვმა.