პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსია ხვალ დაიწყება

პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსია ხვალ დაიწყება

პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიას სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭო ხვალ დაიწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ხვალ "ქორთიარდ მარიოტში" სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიას იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გახსნის.