პარლამენტის ბიუროს წარედგინა დოკუმენტი, რომელიც საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა კვოტებს განსაზღვრავს

პარლამენტის ბიუროს წარედგინა დოკუმენტი, რომელიც საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა კვოტებს განსაზღვრავს

პარლამენტის ბიუროს წარედგინა დოკუმენტი, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა წარმომადგენლობით კვოტებს განსაზღვრავს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილებით, კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ფრაქცია "ქართული ოცნება" კომისიაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი წევრით, ასევე, ერთი წევრი ეყოლება კომისიას ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელებიდან", ერთი წევრით იქნებიან წარმოდგენილი კომისიაში ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი", ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველები", ასევე თითო-თითო წევრი ეყოლება ფრაქციას ,,უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები", ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას", ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარებს" და ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობას".

რაც შეეხება ფრაქცია ,,თავისუფალ დემოკრატებს", მათ საგამოძიებო კომისიაში ორი წევრი ეყოლებათ. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები კომისიაში მხოლოდ ერთი წევრით იქნება წარმოდგენლი.

პარლამენტმა გუშინდელ სხდომაზე, დამსწეთა ხმათა უმრავლესობით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ კი სხდომაზე თავად კომისიის შექმნის საკითხი დადგება, რასაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხადაჭერა – სულ მცირე 76 ხმა დასჭირდება.