ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ კრიმინალური დაჯგუფება Alcobendas ოთხი ქართველი წევრი დააკავა. ესპანური გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში ბინებს ძარცვავდნენ. მძარცველები ბინაში იმ დროს შედიოდნენ, როცა იქ არავინ იმყოფებოდა.
სამოქალაქო გვარდიის განცხადებით, დაკავებულების ბინებიდან ამოიღეს რამდენიმე კილოგრამი მოპარული სიუვილერო ნაკეთობა, კომპიუტერული მოწყობილობები, ყალბი დოკუმენტები, რევოლვერის ტყვიები და ბინის გაღებისთვის საჭირო ინსტრუმენტები.