რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დიპლომატიური სამზადისი არ მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დიპლომატიური სამზადისი არ მიმდინარეობს

დღეისთვის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დიპლომატიური სამზადისი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ იმ კითხვის პასუხად განუცხადა, არის თუ არა გიორგი მარგველაშვილი მზად თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის გასამართად.

"პრეზიდენტს არა ერთხელ გამოუთქვამს მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი საუბარი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, იმ რთულ საკითხებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად სტკივა საქართველოს, ის მზად არის შეხვდეს ნებისმიერ პიროვნებას, მაგრამ დღეისთვის ამის დიპლომატიური სამზადისი არ მიმდინარეობს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რუსეთის პრეიზდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნება თუ მოსკოვში იხილავს საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს.