"ჩაფიქრებული იყო პროვოკაცია და გართობის მოწყობა"

ასე აფასებს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტში ხელჩართულ ჩხუბს, სადაც პარლამენტარები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"ბობოხიძემ, როგორც ყველაზე კომპეტენტურმა ადამიანმა განსაკუთრებული ინიციატივა გამოიჩინა და შემდეგ გადავიდა ე.წ. ჩვენი რუსის დედის გინებაზე. ჩაფიქრებული იყო პროვოკაცია და გართობის მოწყობა, მაგრამ ვინ როგორ გერთო ხალხი ამას კარგად დაინახავს",-განაცხადა კვაჭანტირაძემ

საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბის მიზეზი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის აკაკი ბობოხიძის გამოსვლა გახდა. ვითარების განმუხტვას მანდატურები უშედეგოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, საბოლოოდ სიტუაციის განმუხტვა სახელმწიფო დაცვის სპეცილაური სამსახურის დახმარებით მოხერხდა.

პარლამენტში რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ რიგგარეშე სესია განახლდა.