მანდატურებმა დეპუტატების გაშველება შეძლეს

მანდატურებმა დეპუტატების გაშველება შეძლეს

პარლამენტში, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დასრულდა. მანდატურებმა დეპუტატები რამდენიმე წუთიანი დაპირისპირების შემდეგ გააშველეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, მსგავსი ფაქტები საქართველოს პარლამენტში არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, ეს არის სამარცხვინო შემთხვევა.

"აკაკი ბობოხიძემ სხდომაზე იმიტომ შეიგინა, რომ მას ამავე სხდომაზე უმრავლესობის რომელიღაცა დეპუტატმა შეაგინა. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და ამ ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებს", - განაცხადა რატიანმა.

პარლამენტში უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვალს ჩხუბი მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რასაც დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი იყო ჩართული.