პრემიერის განცხადებას, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში ქართველების მოაწილეობასთან დაკავშირებით, პარლამენტში უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ეხმიანება.
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ქართველი ხალხის საქმე და არა ღარიბაშვილის და ივანიშვილის.
,,მართალია, უკრაინაში ბრძოლა არ არის ივანიშვილის და ღარიბაშვილის საქმე. ეს არის ქართველი ხალხის საქმე. ყოველი გახარჯული ტყვია უკრაინაში, ეს არის ტყვია, რომელიც შეიძლებოდა მომავალში ქართველს მოხვედროდა. ღარიბაშვილი მართალია. ეს ბრძოლა არ არის მისი და მისნაირების. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, არის პატრიოტი, ღარიბაშვილისგან განსხვავებით. ყველა ტყვია მოხვედრილი უკრაინელზე, ეს არის გაციებული ტყვია, რომელიც შეიძლებოდა მომავალში მოხვედროდა ქართველს", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მონაწილეობა, ჩართულობა და მხარდაჭერა უკრაინისადმი შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით.