დღეს პარლამენტი, უმცირესობის ინიციატივაზე, საყდრისზე სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით არ იმსჯელებს. საპარლამენტო უმცირესობამ, პლენარული სხდომის დაწყებამდე, მათ მიერ მომზადებული წინადადების დღის წესრიგში შეტანა მოითხოვა.
როგორც სხდომის დაწყებამდე უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, აუცილებელია სამუშაოები საყდრისზე დღესვე შეჩერდეს, ამიტომ ისინი, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული წინადადების დღის წესრიგში შეტანას ითხოვენ.
უმცირესობის ეს ინიციატივა, პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა და საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს.