ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გადაწყეტილების მიღება მიზანშეწონილი არ არის.
როგორც გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პოლიტიკური ატმოსფერო ისედაც დაძაბულია, ამიტომ ამ საკითხის დღეს განხილვა არ შეიძლება.
"როგორ შეიძლება ამ საკითხის ასე გაკეთება, მე ეს წარმოუდგენლად მიმამჩნია. თუ რამეს ვაკეთებთ, გავაკეთოთ ის ლაზათიანად. წარმოუდგენელია ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რამე ახალი ცეცხლი დავანთოთ", -განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე.
,,თავისუფალი დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ საყდრისთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიაში კვოტების გადანაწილების საკითხი პარლამენტმა დღესვე უნდა მიიღოს.