პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე ნაჩაქარევად არ იმსჯელონ, რადგან ისე ისე არ გამოვიდეს, რომ აღნიშნული საკითხი საბოლოოდ ჩავარდეს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კომისიის დაკომპლექტების საკითხი დააყენა და მოითხოვა, რომ საპროცედური საკითხთა კომიტეტმა მასზე მსჯელობა დღესვე დაიწყოს.
როგორც შავგულიძემ ბიუროს სხდომაზე განცხადა, აუცილებელია კომისია დროულად დაკომპლეტდეს, რათა საყდრისზე მიდინარე სამუშაოების კანონირება დადგინდეს. შავგულიძის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
,,ამ საკითხს რეალისტურად შევხედოთ. საკითხს 76 ხმა სჭირდება, გუშინ კი, წინადადებამ 58 ხმა მიიღო. თუ განცდა, პირობა და იმედი გაქვთ, რომ მხარდამჭერთა რიცხვი მოიმატებს, მაშინ კი ბატონო, ამას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ დაფიქრდით, შედეგი ასეთი თუ იქნება", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.