ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი შემოიფარგლება ჰუმანიტარული დახმარების და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი შემოიფარგლება ჰუმანიტარული დახმარების და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით

ჩვენი მონაწილეობა, ჩართულობა, დახმარება, მხარდაჭერა უკრაინისადმი შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობას შეეხებოდა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, ისევე როგორ ყველა ევროპული სახელმწიფო და მთელი მსოფლიო, უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისგან არის გამიჯნული.

"ჩვენი ჩართულობა და ჩვენი სოლიდარობა არის გამოხატული მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით. აბა, რა უნდა გავაკეთოთ, მითხარით? რჩევა გაქვთ რამე, რომ მომცეთ? ჰუმანიტარული და პოლიტიკური, აბა, როგორ გინდათ?

ჩვენ ვაფიქისრებთ პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში. მე ეს არაერთხელ გამიკეთებია, ამაზე მაღალი ტრიბუნიდან, იგივე ნატო-ს შტაბბინაში, ევროკავშირში. თქვენ რატომ ცდილობთ, ერთი და იგივე ვიმეორო ყოველთვის. მოსახლებას სხვა რამე აინტერესებს. მოსახლეობას აინტერესებს მათი სოციალური პირობები, ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, საწარმოები და ამაზე მალაპარაკეთ. რატომ მამეორებინებთ ერთსა და იმავე პასუხს. ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი დახმარება, ჩვენი მხარდაჭერა შემოიფარგლება, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით, ჩვენი უკრაინელი ხალხის და უკრაინელი მოსახლეობის მიმართ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის მხრიდან არის მოწოდებები, რომ საქართველოს მოქალაქეებემა და ჯარისკაცებმა დატოვონ შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში.