პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან მორიგ შეხვედრას გამართავს

პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან მორიგ შეხვედრას გამართავს

გიორგი მარგველაშვილი დღეს, პარტიებს: "თავისუფლება", "ქრისტიან-დემოკრატები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია", "ტრადიციონალისტები" და "თავისუფალი საქართველო" შეხვდება.

შეხვედრის თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იქნება.

პრეზიდენტმა მსგავსი შეხვედრები რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან უკვე გამართა.