მოვითხოვთ, რომ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით პარლამენტში პროცედურები დაიწყოს

მოვითხოვთ, რომ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით პარლამენტში პროცედურები დაიწყოს

,,თავისუფალი დემოკრატები" საყდრისის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხს დღეს დააყენებენ.

როგორც ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კვოტების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე უნდა დაიწყოს.

,,დღეს ჩვენ მოვითხოვთ, რომ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით პარლამენტში პროცედურები დაიწყოს. გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება ,,თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, ეხლა უკვე უნდა განისაზღვროს კვოტები, რომელიც საპროცედურო კომიტეტმა უნდა დაადგინოს. ვინაიდან კომისიის დაკომპლეტებას 76 ხმა სჭირდება, იმედია მას მივიღებთ და თუ ერთი ნაბიჯი გადადგა პარლამენტმა იმედია ამასაც დაუჭერენ მხარს. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს იქნება პარლამენტისა და უმრავლესობის მარცხი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის განმარტებით, კომისიის დაკომპლექტების საკითხს დღეს ისინი ბიუროს სხდომაზეც დააყენებენ.