საპარლამენტო უმცირესობა საყდრისზე სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, დღეს ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ დროებითი საპარლამენტო კომისიის დროულად დაკომპლექტებას და საყდრისზე სამუშაოების შეჩერებას.
,,პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის იქ მიმდინარე სამუშაოების კანონიერებას. მოვუწოდებთ მთავრობას შეწყვიტონ სამუშაოები დროზე. პარლამენტში სწორედ მსგავსი მოთხოვნა გვექნება. ასევე გვექნება კონსულტაციები ,,თავისუფალ დემოკრატებთან" კომისის შემადგენლობასთან დაკავშირებით და ყველა იმ ადამიანთან, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, რომ გაწელონ პროცესი და ბიძინა ივანიშვილის დავალებას, საყდრისთან დაკავშირებით არ შევასრულებინებთ", - განაცხადა სერგო რატიანმა.