საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ საშინელებაზე, რაც დატრიალდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპონენტები ხელისუფლების სტრატეგიას აკრიტიკებენ.
"ოპონენტებში თუ თქვენ "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობთ, რომელთა გაუაზრებელმა პოლიტიკამ განაპიროება ის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებულია, რა თქმა უნდა, მე მათ კრიტიკას ვერ მივიღებ და არ მივიღებ. ისინი არიან პასუხისმგებლები იმ საშინელებაზე, რაც დატრიალდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ახალი ტერიტორიები, ასზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.