შეიძლება ვისურვო, რომ პარლამენტში უფრო მეტი ეკონომისტი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პარლამენტში ეკონომისტების მცირე რაოდენობა, მხოლოდ 25 დეპუტატი წარმოდგენილი, ღარიბაშვილის თქმით, ეს არის რეალობა.
"შეიძლება მე ვისურვო, რომ პარლამენტში უფრო მეტი ეკონომისტი იყოს, პარლამენტში რამდენი ეკონომისტიც არის, ეს არის რეალობა. მთავრობა მუშაობს, ეკონომიკური გუნდი მუშაობს", - აღნიშნა პრემიერმა.