პუტინს არ აქვს უკრაინაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის უფრო დიდი ფაქტორი, ვიდრე იულია ტიმოშენკოა, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ განაცხადა.
გაზეთ "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში ვიქტორ იუშენკომ ის მიზეზები ახსნა, რის გამოც არ მიიღო მონაწილეობა მაიდანის პროცესებში. კერძოდ, ექს-პრეზიდენტისთვის მიუღებელი იყო ის, რომ მაიდანის აქტივისტები იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვდნენ.
"როდესაც მთელი მაიდანი იმეორებს: "თავისუფლება ტიმოშენკოს", ჩემი ადგილი იქ არ არის", - განაცხადა იუშენკომ.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კრემლის ინტერესების გამტარებელია.
"პუტინს ხელთ არ აქვს პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის იმაზე დიდი ფაქტორი, ვიდრე ტიმოშენკოა. თუ ტიმოშენკო მოესწრება პეტრო პოროშენკოს პირველ წაბორძიკებას, მაშინათვე დაინახავთ მის მისიას", - განაცხადა ვიქტორ იუშენკომ.