მთავრობის კანცელარიასთან ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის ფასებს გააპროტესტებენ

მთავრობის კანცელარიასთან ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის ფასებს გააპროტესტებენ

მთავრობის კანცელარიის წინ (კონკურენციის სააგენტოსთან) "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება" 26 დეკემბერს გამართავს და ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის ფასებს გააპროტესტებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელმა, ბექა კემულარიამ აცნობა, აქციაზე საზოგადოება წარმოადგენს საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ფასების დაწესების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომელსაც მიაწვდის კონკურენციის სააგენტოს, რათა მათ ეფექტურად განახორციელონ საწვავის ბაზარზე დაწყებული კვლევა. 

მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეები მიმართავენ სააგენტოს ავტოგაზის ბაზრის შესწავლის დასაწყებად და წარუდგენენ ასევე შეთანხებული ფასების დაწესების მტკიცებულებებს.

აქცია დღეს 13.00 საათზე დაიწყება.