რომის პაპი:    დღევანდელი შობა ცრემლებით სავსეა

რომის პაპი: დღევანდელი შობა ცრემლებით სავსეა

დღევანდელი შობა ცრემლებით აღსავსეა, რომელიც ახლა იღვრება ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და უკრაინაში. ამის შესახებ დღეს რომის პაპმა ფრანცისკმა მორწმუნეებისადმი ტრადიციულ საშობაო მიმართვაში განაცხადა.

პაპმა უფალს შესთხოვა შეიწყალოს ყველა, ვინც იტანჯება უკრაინაში. მან ღმერთს სთხოვა, ისე ქნას, რომ "ამ მშვენიერმა მიწამ ყოველგვარი გასაჭირი, ზიზღი და ძალადობა დაძლიოს".

მისივე თქმით, წლევანდელი შობა სავსეა ცრემლით, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში იღვრება. რომის პაპმა განსაკუთრებით ებოლას ცხელებისგან დაზარალებულებზე გაამახვილა ყურადღება და იმ ბავშვებზე, რომლებიც პაკისტანში იღუპებიან.

კათოლიკური სამყარო დღეს მაცხოვრის შობას ზეიმობს.