საყდრისის საკითხზე მომუშავე ექსპერტები ძირითადად ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული

საყდრისის საკითხზე მომუშავე ექსპერტები ძირითადად ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოკა გაბაშვილის განცხადებით, ის ექსპერტები, რომლებიც საყდრისის საკითხზე მუშაობენ ძირითადად ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული.

როგორც გაბაშვილმა სხდომაზე განაცხადა, საყდრისის აფეთქებით დაიკარგა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამიათასი წლის წინანდელ კულტურასთან არის დაკავშირებული.

"ძალიან კარგად მახსოვს, 2013 წელს კულტურის მინისტრის მოადგილე მარგიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ პროკურატურაში აგზავნის საკითხებს, თუ როგორ გავბედე მე და 2006 წელს საყდრისს კულტურის ძეგლის სტატუსი მივანიჭე. მართლაც მეღიმებოდა ამაზე. საიდან ასეთი აგრესია?! რატომ ასეთი ჟინი და გაშმაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საყდრისი კულტურის ძეგლია?! მაგრამ მერე თანდათან ნათელი გახდა, თუ რატომ მუშაობენ ერთი და იგივე ადამიანები ექსპერტთა ჯგუფში. რატომ არიან უმაღლეს თანამდებობის პირებთან დაკავშირებული ისინი, რომლებიც პირდაპირ იმართებიან ხელისუფლებიდან. დღეს აქ საუბარი იმაზე კი არ გვაქვს, რომ კულტურის ძეგლი არაშესაბამისად იქნა დაცული, ლაპარაკია დინამიტზე. იქ მიიტანეს დინამიტი და მას გააყოლეს სამი ათასი წლის წინადელი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და იდენტობის. ასე იქმნება სწორედ წარმოდგენა სამყაროს შესახებ", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა პლენარულ სხდომაზე.