საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ინციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
58 მომხრე 14 წინააღმდეგი დეპუტატებმა "თავისუფალი დემოკრატების" მოსაზრება გაითვალისწინეს.
"თავისუფალი დემოკრატები" საყდრისზე არსებული მდგომარეობის შესწავლას და იქ მიმდინარე სამუშაოების დროულად შეჩერებას ითხოვდნენ. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრები აცხადებდნენ, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიმდინარე სამუშაოების კანონიერება უნდა შეისწავლოს.