"ეროვნული ფორუმი" საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს თემაზე დროებითი კომისიის შექმნას მხარს უჭერს

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს თემაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძოებო კომისიის შექმნას მხარს "ეროვნული ფორუმიც" დაუჭერს, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ "სალაპარაკო არ გახდეს".

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ფარგლებში კომისიის შექმნას სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, საპარლამენტო კომისია ვერაფერს გაარკვევს.

სანიკიძემ პროკურატურას მიმართა, რომ არის კითხვები და პასუხი მან უნდა გასცეს, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა.

"ყოველთვის მოიძებნება კაცი, რომელიც წამომაძახებს, შენ ის გუბაზ სანიკიძე არა ხარ, რომელმაც საყდრისი დაანგია?! ამას ვერ დავუშვებ. დიდი ხანია იმ საქმეში ვარ, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია და სახელს ვუფრთხილდები", - ასე ახსნა გუბაზ სანიკიძემ საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე "ეროვნული ფორუმის" მხრიდან მხარდაჭერის მიზეზი.