პოლიტიკური ოპონენტები დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ

პოლიტიკური ოპონენტები დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლკსის განცხადებით, საყდრისის თემასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და ისინი მზად არიან კომპეტენტური დასკვნაც დადონ.

როგორც ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტები დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ და ამის ნიშნებიც უკვე არსებობს.

"დღეს ჩვენი კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს საყდრისზე არსებული მდგომარეობა. ისინი პირდაპირ საუბრობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიზნესინტერესებზე, ამ დროს კი მართლაც დაავიწყდათ ვისი ბიზნეს ინტერესები იყო ჩადებული აქ. მე ძალიან შორს ვარ, რომ იგივე შეფასებებით ვისაუბრო "თავისუფალი დემოკრატების" მოსაზრებებთან დაკავშირებით. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, არ მაქვს მხედველობაში "დემოკრატები" და "ნაციონალებისკენ" ვიშვერ ხელს, უნდა ატყდეს ახალი ამბავი. აქ რომ ყოფილიყო საუბარი, შევისწავლოთ და გავარკვიოთ მომხდარი შემთხვევა, კიდევ რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა. ამ დროს კი კულტურის სამინისტრო მობილიზებულია, რომ შეისწავლოს ეს თემა და საკმაოდ კომპეტენტურად დადოს ავტორიტეტული დასკვნაც. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ შეიქმნას ისეთი ჯგუფი, რომელსაც ამოცანად ექნება დესტაბილიზაციის შექმნა და ამის ნიშნები უკვე არსებობს, იმიტომ, რომ ეს სერიზულად დაარტყამს მთავარ მიმართულებას, რომელსაც ჰქვია კომპეტენტური მუშაობა ამ საკითხებთან. არ მინდონდა ჩემს გამოსვლაში ეს ფაქტორი წამომეწია. ეს არის იმ ადამიანების და ოჯახების პრაქტიკულად იგნორირება, რომლებსაც სხვა წყარო არსებობის არ აქვთ, გარდა მუშაობისა საკუთარი ოჯახების სარჩენად. ასე რომ, დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ არა პოლიტიკური სპეკულანტების, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა გია ვოსლკიმ.