სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია დაამტკიცა

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე, ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია დაამტკიცა.

სემეკის ინფორმაიცით, მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო პრინციპებსა და ევროპის საუკეთესო პრაქტიკას. მისი მიზანია "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების წესის განსაზღვრა.

ახალი მეთოდოლოგიით ტარიფების გაანგარიშება მოხდება "დანახარჯები პლუს" რეგულირების პრინციპის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი ტარიფების დადგენას, საწარმოს სტაბილურ ფუნქციონირებას, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებას, დაიცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან, ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.

ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია ითვალისწინებს კომპანიებისათვის ყოველწლიურად ტარიფების დადგენას.