პარლამენტი

პარლამენტი "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას იხილავს

პარლამენტი საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას იხილავს. ინიციატივა პლენარულ სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ წარადგინა.

"როგროც ჩემთვისაა ცნობილი, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა პარლამენტს შექმნას საგამოძიებო კომისია. პარლამენტი ეს არის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუცია, სწორედ პარლამენტის ვალდებულებაა დააკმაყოფილოს საზოგადოების აბსოლუტურად საფუძვლიანი ინტერესი და შექმნას ასეთი კომისია. ამიტომ ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" გამოვდივართ წინადადებით, პარლამენტმა გამოიყენოს თავისი უფლება და შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გაარკვევს და ყველა მოვლენას დაარქმევს თავის სახელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაყენებ თქვენს წინაშე, კენჭი უყაროთ საგამოძიებო კომისიის შექმის მიზანშეწონილობის საკითხს", - მიმართა გოგუაძემ კოლეგებს.

მისივე შეფასებით, საქართველოში დღეს ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემა სცდება ქონებრივი თუ მეცნიერული დავის ფარგლებს და მთელი სიგრძე-სიგანით გამოხატავს ჩვენი საზოგადოების თუ ხელისუფლების მორალურ და ფასეულობითი სისტემის საკითხს.