ქართულმა და რუსულმა მხარეებმა რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ქართულმა და რუსულმა მხარეებმა რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ, პარიტეტის საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვრამდე რეგულარული ფრენები კვირაში 18/18 სიხშირით განახორციელონ

"24-25 დეკემბერს თბილისში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების შესაბამის წარმომადგენლებს შორის ტექნიკური კონსულტაციები გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები.

ტექნიკური კონსულტაციების დროს განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ფრენის სიხშირეები, დანიშნულების პუნქტების განსაზღვრა და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საქართველოს მხარის მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს ტექნიკური კონსულტაციები 2015 წლის დასაწყისში.

საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე კი, ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ, რომ პარიტეტის საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვრამდე განახორციელონ რეგულარული ფრენები კვირაში 18/18 სიხშირით, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ავიაკომპანიებს უკვე გაყიდული აქვთ შესაბამისი მგზავრობის ბილეთები", - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.