პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო ნაძვის ხეების გამოფენა დაათვალიერა. ღარიბაშვილი ერეკლე მეორის ქუჩაზე, სადაც სხვადასხვა კომპანიების მიერ შექმნილი ნაძვის ხეებია გამოფენილი, მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
გამოფენაზე პრემიერს მასპინძლობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაუწია. საახალწლო ნაძვის ხეების გამოფენის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა რიყეზე გადაინაცვლა, სადაც ახალი წლის ღამის საკონცერტო სცენის მოწყობა მიმდინარეობს.