"შესაძლოა, საერთაშორისო მიმართულებით, "ქართულმა ოცნებამ" ახალი კადრებიც მოიზიდოს"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია პარტიული სტრუქტურების გაძლიერების გეგმაზე საუბრობს.

ბესელიას თქმით, რეგიონებზე განსაკუთრებული აქცენტი იქნება გამახვილებული.

"შესაძლებელია შიდასტრუქტურული თვალსაზრისით გარკვეული სიახლეც იყოს და საერთაშორისო თუ რეგიონული მიმართულებით პარტიამ ახალი კადრებიც მოიზიდოს. ამაზე უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ, როდესაც პოლიტსაბჭოს ფორმატში შევიკრიბებით. ვგეგმავთ რომ განსაკუთრებით გაძლიერდეს რეგიონული სტრუქტურები. ასევე მოხდება ჩვენი რესურსების გადახედვა",-განაცხადა ბესელიამ.   

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტი შესაძლოა, გაუქმდეს.